ფერდინანდი: “არ მაინტერესებს პოგბას მომავალი, გრილიში ჩემი კაცია!”
რიო ფერდინანდს სჯერა, რომ “მანჩსტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა პოლ პოგბას ნაცვლად ჯეკ გრილიშის მომავალზე უნდა იზრუნონ და ინგლისელი ფეხბურთელი გუნდში ნებისმიერ ფასად მოიყვანონ.
“არ მაინტერესებს პოგბას მომავალი, წავა თუ არა ის, გრილიში ჩემი კაცია! ჯეკს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობ, როდესაც თინეიჯერი იყო. ჩემ რესტორანში იყო მოსული და მატჩზე დასასწრები ბილეთები ვაჩუქე.
ის ძალიან კარგი ბიჭია და დიდებული ოჯახი ჰყავს. ჯეკს ძალიან უყვარს ფეხბურთი. ახალგაზრდა ბიჭები ვერ ხედავენ, თუ რამდენად ძლიერ შრომობს ჯეკ გრილიში დახურულ კარს მიღმა.
მასთან დაახლოებული პირებისგან არაერთხელ მსმენია, რომ ჯეკი ძალიან ბეჯითი და მონდომებულია მოედნის გარეთაც. მისი შრომის შედეგებს ყოველ ტურში ხედავთ.
ინგლისის ტოპ კლუბის მთავარი მწვრთნელი რომ ვიყო, ჯეკს “ასტონ ვილაში” დარჩენის უფლებას არ მივცემდი და ნებისმიერ ფასად გადმოვიყვანდი ჩემ გუნდში,” – აცხადებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი.