ფერდინანდი: “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდალური ფეხბურთელი, რიო ფერდინანდი, აღიარებს, რომ 2008 წელს კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლასთან იყო ახლოს.
“ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი. კლუბი ჩემ აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. პირადად მე კი რაიკარდს ვესაუბრე, მან თავისი მოტივების შესახებ მამცნო. ეს ყველაფერი “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ მოხდა, რომელიც ფრედ (0-0) დასრულდა.
ყოველთვის ვამბობდი, რომ საზღვარგარეთ მინდოდა თამაში. ერთადერთი რამ, რასაც მე შეიძლება წასვლისგან შევეჩერებინე, საშინაო ასპარეზზე წარმატებების მიღწევა იყო.
საკმარისად იღბლიანი აღმოვჩნდი და “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის სიამოვნება მხვდა წილად. იქიდან წასვლა კი თითქმის შეუძლებელი იყო. ჩვენ ისინი დავამარცხეთ და ევროპის ჩემპიონები გავხდით. ასე რომ, ჩემპიონის დატოვების არანაირი მიზეზი არ გამაჩნდა,” – აცხადებს ფერდინანდი.