ფერდინანდი: “ჯონ ტერი იდიოტია”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი აცხადებს, რომ ლონდონის “ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი იდიოტია და მას მის მიერ ჩადენილ ცუდ საქციელს არ აპატიებს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ქუინს პარკ რეინჯერსსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში ჯონ ტერიმ რიო ფერდინანდის ძმას, ანტონ ფერდინანდს რასისტული შეურაწყოფა მიაყენა. ამის გამო, ტერი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ხოლო მას რიო ფერდინანდთან ურთიერთობა დაეძაბა.
“ჩემთვის, ყველაზე დიდი იდიოტი ყოველთვის ჯონ ტერი იქნება. ინციდენტის შემდეგ, მას თავის დაძვრენა სურდა.
სიმართლე გითხრათ, ამ საკითხთან დაკავშირებით ტერისთან საუბარი არ მქონია. სამი წელი გავიდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პატიება შეუძლებელია. ვერ დავივიწყებ იმ ტკივილს, რაც მან მოგვაყენა”, – ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Sun-ი.