ფერდინანდი: “მანჩესტერ იუანიტედში” დიდი გადაწყვეტილებების მიღების დროა”

თარიღი: სექტემბერი 30, 2018

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი “BT Sport”-თან საუბრისას არ მალავს, რომ კლუბში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენის საჭიროებას ხედავს.

“როგორც ფეხბურთელი, შენს დნმ-ში შრომისმოყვარეობა უნდა იყოს ჩაშენებული. მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. ფეხბურთელებს ორი-სამი კარგი პასის გადაბბმა უჭირდათ – ეს ხომ დანაშაულია.

ვთვლი, რომ ფეხბურთელები საკმარისად არ მუშაობენ იმისათვის, რომ მწვრთნელს რამე დაუმტკიცონ. ძალიან ბევრი რამ არის საჭირო გამარჯვებისთვის, რაც “მანჩესტერ იუნაიტედს” დააკლდა.

კლუბში დიდი გადაწყვეტილებების მიღბის დროა. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი რეაგირებას მოახდენენ და მწვრთნელის პრობლემას გადაჭრიან, რაღაც უნდა ითვას,” – აცხადებს ფერდინანდი.

მსგავსი სიახლეები