ფერდინანდი: “შოკირებული ვარ, ასეთ რამეს ნამდვილად არ მოველოდი”
რიო ფერდინანდმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ საკუთარი ემოციები ვერ დამალა და ინგლისური გრანდის ფეხბურთელები ღიად გააკრიტიკა.
“საშინელება იყო, ასეთ რამეს ნამდვილად არ მოველოდი. მეგონა, რომ თვითდაჯერებულ ფეხბურთელებს ვიხილავდი, მათი ფსიქიკა კი ქაოტური იყო. ასეთ თამაშებში ცივი გონება უნდა გამოიყენო, მაგრამ ამავდროულად ფანებს სიმღერის მიზეზიც უნდა მისცე.
დიდი გუნდები არ ირჩევენ, თუ როდის თამაშობენ კარგად და როდის არა. ისინი ყოველთვის უმაღლეს ხარისხს აჩვენებენ. ეს მარცხი სრულიად ფეხბურთელების კისერზეა, ისე თამაშობდნენ, თითქოს ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.
დამოკიდებულება საშინელი იყო. როცა სახლში თამაშობ შეტევაზე უნდა იფიქრო. რაც შეეხება სანჩესს, ის ჩრდილიც არ არის იმის, რაც ადრე იყო. მთლიანი სასტარტო თერთმეტეული საშინელი იყო – შოკირებული ვარ. იმედი მაქვს, ჟოზე გასახდელში მათ სათანადოდ ესაუბრა,” – აცხადებს რიო ფერდინანდი.