ფერდინანდმა გაიხსენა ისტორია, როცა როი კინმა ვარჯიშზე ახალგაზრდა თანაგუნდელს დაარტყა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა გაიხსენა ისტორია, როცა გუნდის კაპიტანმა როი კინმა ვარჯიშზე ახალგაზრდა ფეხბურთელს, კრის იგზლს დაარტყა.
“მახსოვს, როცა როი კინმა კრის იგზლს დაარტყა. როი ტრავმის შემდეგ ბრუნდებოდა. გუნდში ახლაგაზრდა ფეხბურთელები თავის გამოჩენას ცდილობდნენ, ისინი როისთან კონტაქტს და ფეხებში ვარდნას არ ერიდებოდნენ. ერთი-ორი ასეთი შემთხვევის შემდეგ, კინმა კრის იგზლს უთხრა: “მისმინე, ნელა იმოქმედე”. ამის შემდეგ ბურთი ისევ როის მიუვიდა, იგზლმა კი მას მაისურში მოქაჩა. როი მიუტრიალდა და დაარტყა. მაშინვე როისთან მივედი და ვუთხარი: “რა გჭირს? ამას რატომ აკეთებ? ის ახალგაზდა ბიჭია.” – ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Give Me Sport.
კრის იგზლი “მანჩესტერ იუნაიტედის” პირველ გუნდში 2003 წელს გამოჩნდა, თუმცა მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის სხვადასხვა დროს “უოტფორდში”, “ბარნლიში”, “ბოლტონში”, “ჩარლტონსა” და სხვა კლუბებში თამაშობდა.