ფერდინანდს “მანჩესტერში” საულის ხილვა სურს – “დიდებული ფეხბურთელია”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა, რიო ფერდინანდმა, პრესასთან საუბრისას საულის მიმართ არსებული სიმპატიები ვერ დამალა. პრესაში საულსა და მანჩესტერულ გრანდს გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრიდან აკავშირებენ.
“უკვე რამდენიმე წელია, რაც საულ ნიგესს ვაკვირდები. ჩემი გადმოსახედიდან ის დიდებული ფეხბურთელია. თავდაჯერებული, მშვიდი, დიდებული მარცხენა ფეხით, ბრწყინვალე შემოქმედი, ტაქტიკურად გამოსადეგი და გოლების გამტანიც- როგორი ფეხბურთელია!
შეგიძლიათ დააკვირდეთ სიმეონეს, როგორ აქვს აწყობილი სისტემა. ცენტრში კი საულ ნიგესია, რომელიც როგორც ორკესტრის ხელმძღვანელი ისე მოქმედებს.
საულ ნიგესი უდიდესი ფიგურაა. გაზეთებში აქტიურად იწერება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” მის ტრანსფერზე მუშაობს, თუმცა უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება. “იუნაიტედს” ყველა ფეხბურთელს უკავშირებენ,” – აცხადებს რიო ფერდინანდი.