ფერგიუსონი: “კაგავა მატას გამო წავიდა”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გუნდში ხუან მატას მოსვლის შემდეგ იაპონელი შემტევის, შინჯი კაგავას პერსპექტივებს ბოლო მოეღო.
ამა წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე, დევიდ მოიესის თავკაცობით “წითელმა ეშმაკებმა” ლონდონის “ჩელსიდან” ესპანელი ათიანი ხუან მატა 37 მილიობ ფუნტად გადმოიყვანეს. გუნდში გაზრდილი კონკურენციის გამო, იაპონელი შემტევი ნახევარმცველი შინჯი კაგავა იძულებული გახდა ზაფხულში გუნდი დაეტოვებინა. ფერგიუსონი კაგავას წასვლის მიზეზზე საუბრობს. შოტლანდიელმა ლეგენდა დარწმუნებულია, რომ შინჯი ჩვეულ ფორმაში მალე ჩადგება.
“მე შინჯის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. იგი გუნდს ძალიან მალე მოერგო და მანჩესტერში თავს კომფორტულად გძნობდა.”
“ყველა მწვრთნელს საკუთარი ფილოსოფია აქვს. მოიესის დროს გუნდში, ხუან მატა მოვიდა. ახალწვეულის მოსვლის შემდეგ კონკურენცია გაიზარდა. კაგავა მიხვდა, რომ იგი აწი უკვე კლუბს აღარ სჭირდებოდა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.”
“მჯერა, რომ შინჯი დორტმუნდში წარმატებებს მიაღწევს. კაგავა ძველ მეგობრებს დაუბრუნდა და გერმანიაში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. იურგენ კლოპი მას დიდ შანს მისცემს, დარწმუნებული ვარ იაპონელი “ყვითლებს” წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.