ფერგიუსონი ხაბიბს: “18 აპრილი ახლოვდება და შენ რუსეთში იმალები”
UFC-ის ვარსკვლავმა, ტონი ფერგიუსონმა ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა და ის მასთან ჩხუბისაგან თავის არიდებაში დაადანაშაულა.
როგორც იცით, ხაბიბი ამჟამად რუსეთში იმყოფება. ცნობილია, რომ რუსეთიდან ფრენები აიკრძალა, ამიტომ მისი და ფერგიუსონის შეხვედრა ეჭვქვეშ დადგა. მათი ჩხუბი 18 აპრილსაა ჩანიშნული.
“18 აპრილი ახლოვდება და შენ, ხაბიბ, რუსეთში იმალები. სამოგზაურო შეზღუდვა ვერ შემიშლის ხელს იმაში, რომ დაგამარცხო. ამ მიზეზს თავის გასამართლებლად ნუ გამოიყენებ. შენ ჩხუბის გასამართად ბევრი ადგილი შემოგთავაზეს, ახლა შენ შემოგვთავაზე ერთი ადგილი”, – წერს ფერგიუსონი.
April 18 Is Getting Close @TeamKhabib & You’re Hiding In Russia. Travel Bans Will Not Prevent Me From Whoopin’ That Ass. Don’t Use It As An Excuse To Back Out. You Have Been Sent Many Locations, Send Us 1. Still My Bitch #DefendorVacate MF ⚾️ -CSO- 🇺🇸🏆🇲🇽 #ufc249 @ufc @danawhite pic.twitter.com/TVQH4mnG2e
— Tony Ferguson (@TonyFergusonXT) March 30, 2020