ფერგიუსონი ფეხბურთელებს: “თუ ტიტულს ვერ მოვიგებთ, ეს ამ ორი ნაბიჭვრის ბრალი იქნება”

თარიღი: მარტი 31, 2020

ვეტერანმა ფეხბურთელმა რობინ ვან პერსიმ “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩატარებული პირველი სეზონი და “მანჩესტერ სიტისთან” მატჩის შემდეგ მომხდარი ამბავი გაიხსენა.

როგორც იცით, “იუნაიტედმა” 2012-2013 წლების სეზონში პრემიერ ლიგა დამაჯერებლად მოიგო, თუმცა იყო შემთხვევა, როცა შოტლანდიელი მწვრთნელი ფეხბურთელებზე ძალიან გაბრაზდა.

“ფერგიუსონმა იცოდა, როდის უნდა ემოქმედა, როდის უნდა მოექცია ფეხბურთელი წნეხის ქვეშ. “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებულ ჩემ პირველ სეზონს გავიხსენებ, როცა პირველ ადგილზე ვიყავით და უახლოეს მდევარს 15 ქულით ვუსწრებდით. “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ სიტისთან” უნდა გვეთამაშა. თუ მოვიგებდით, მათ 18 ქულით გავასწრებდით, მაგრამ დავმარცხდით და სხვაობა 12 ქულა გახდა. ბევრი მწვრთნელი ამ სიტუაციის დრამატიზირებას არ შეეცდებოდა.

ფერგიუსონი ძალიან გაბრაზდა. ამ წაგებული მატჩის შემდეგ, ორი ფეხბრუთელი გასართობად წავიდა. მომდევნო დღეს, სერ ალექსს ფოტოები ჰქონდა, სადაც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ ერთობოდნენ ისინი ღამით. მან ეს ფოტოები გასახდელში კედლებზე გააკრა და თქვა: “კარგი, ბიჭებო, თუ ტიტულს ვერ მოვიგებთ, იცოდეთ, რომ ეს ამ ორი ნაბიჭვრის ბრალი იქნება”, – ციტირებს ვან პერსის სიტყვებს Goal.Com.

ვან პერსი ამ ორი ფეხბურთელის სახელებს არ ამჟღავნებს, თუმცა ამბობს, თუ როგორ მოაქცია წნეხში ისინი ფერგიუსონმა:

“ცხადია, მათ სახელებს ვერ გავამჟღავნებ. მწვრთნელმა ისინი გალანძღა, მაგრამ ეს ამბავი გასახდელიდან არ გასულა. მას ბევრი ფოტო ჰქონდა. ჩანდა, რას აკეთებდნენ ეს მოთამაშეები ღამის 2, 3 და 4 საათზე. ასევე, ფერგიუსონმა გვითხრა: “თუ დავინახავ, რომ რომელიმე ფეხბურთელი ტიტულის მოგებამდე გასართობად წავა, მას გუნდიდან გავუშვებ. არ მაინტერესებს, ვინ ხარ და რამდენი თასი გაქვს მოგებული”. ამ საუბრის შემდეგ, სავარჯიშოდ გავედით და ჩემ კარიერაში ურთულესი ორსაათიანი ვარჯიში მქონდა”, – დაასრულა ვან პერსიმ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ნეიმარის მძიმე ტრავმა “სენტ-ეტიენთან” მატჩში (ვიდეო)

Another Injury for Neymar 🤕This one looks scary man🙁💔#Neymar #PSG#Messi #Injury pic.twitter.com/6ibNreYKvl — Iamsoumya07©️ (@iamsoumya07) [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

არჩილ ბერიძე: “ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა!”

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “ჩემს ცხოვრებაში ალბათ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანი ინფანტინოს წერილი: “ილია კოკაია დიდი ადამიანი იყო”!

2021 წლის 26 ნოემბერს ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელის ბატონი ილია კოკაიას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბენფიკას” პრეზიდენტი: “ეს არის შავი ფურცელი პორტუგალიური ფეხბურთის ისტო

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში “ბენფიკამ” მოედანზე ცხრა ფეხბურთელით გამოსული “ბელენენსეში” არ დაინდო და პირველ ტაიმში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ ჩაიშალა “ბელენენსეშისა” და “ბენფიკას” მატჩი?

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში “ბელენენსეში” საკუთარ კედლებში “ბენფიკას” დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ტაიმი სტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “მინდა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვუხელმძღვანელო”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სანაკრებო დონეზე სურს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავი “ვილიარეალთან” გამარჯვებაზე: “ჩვენთვის ეს ნაკურთხი წყალივითაა, ოქრო

ლა ლიგის მე-15 ტურში კატალონიის “ბარსელონამ” დაძაბულ ბრძოლაში “ვილიარეალის” დამარცხება შეძლო (1:3). მატჩის შემდეგ ჩავი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში სადებიუტო გოლი მამის ხსოვნას მიუძღვნა (ფოტო, ვიდეო)

ავსტრალიის ჩემპიონატის მეორე ტურში “უესტერნ სიდნეი უონდერერსი” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლ ჯეთსს” უპირისპირდება. სტუმართა სასტარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიულერი: “ოქროს ბურთი ლევანდოვსკიმ უნდა მოიგოს, წერტილი”

ოქროს ბურთის 2021 წლის პრიზიორის გამოვლენამდე სულ ცოტაა დარჩენილი. მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა, პრესასთან [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბელენენსეში” მოედანზე ცხრა ფეხბურთელით გამოვიდა, მათგან ორი მეკარეა

ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა პორტუგალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ “ბენფიკასა” და აუტსაიდერ “ბელენენსეშს” შორის. როგორც ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ” ვინისიუსს წელიწადში 17 მილიონს სთავაზობს

მადრიდის “რეალი” უკვე წლებია, რაც კილიან მბაპეს ტრანსფერით ინტერესდება. საპასუხოდ “პარი სენ-ჟერემნის” ხელმძღვანელებმა ვინისიუს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნმა” ბუნდესლიგაში გოლების რეკორდი დაამყარა

მიუნხენის “ბაიერნმა” საშინაო არენაზე “არმინიასთან” დაძაბულ შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება. მატჩში ერთადერთი გოლი ლეროი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალეგრი: “ხალხი ტურნირის ფავორიტად მიგვიჩნევდა, ჩვენ ოთხეულისთვის ვიბრძვით”

ტურინის “იუვენტუსმა” იტალიის ელიტარული ლიგის მე-14 ტურში მტკივნეული მარცხი განიცადა ბერგამოს “ატალანტასთან”. მასიმილიანო ალეგრ...
წაკითხვა