ფერნანდინიო: “პეპმა გუნდის მენტალიტეტზე უკვე იმოქმედა”
“მანჩესტერ სიტის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფერნანდინიო თვლის, რომ კლუბში პეპ გვარდიოლას მოსვლამ უკვე იმოქმედა “სიტის” მენტალიტეტზე.
“პირველი რამ, რისი გაკეთებაც პეპ გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტიში” მოსვლის შემდეგ სცადა, გუნდისთვის მენტალიტეტის შეცვლა იყო. ის ჩვენს თავებში შემოძრომას ცდილობდა.
იმისათვის, რომ გახდე გამარჯვებული, რაღაცეები უნდა შეცვალო – ვარჯიშები, თამაშები და ბევრი სხვა რამ. სწორედ ამ პროცესში ვართ ჩვენ ახლა. ყოველი შეხვედრისას, ჩვენ რაღაცის შეცვლას ვცდილობთ.
პოზიტიური ცვლილებები უკვე შესამჩნევია. პრემიერ ლიგაში სამიდან სამი მატჩის მოგება მოვახერხეთ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სეზონის ბოლოს, ჩვენ ტიტულის აწევას ვაპირებთ.”