ფერნანდინიო: “სკოლარიზე შთაბეჭდილების მოხდენას ვეცდები”
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ფერნანდინიო იმედს გამოთქვამს, რომ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი, ლუის ფელიპე სკოლარი მის თამაშს თვალს მიადევნებს.
28 წლის ფეხბუთელს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 5-ჯერ უთამაშია და მთავარ მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენა მსოფლიო ჩემპიონატის წინაც უნდა.
“ლუის ფელიპე სკოლარი ბრაზილიელ მოთამაშეებს ყოველთვის აკვირდება. ის პორტუგალიაში და იტალიაში იყო. დარწმუნებული ვარ, რომ აქ ის მეც დამაკვირდება და ვეცდები საუკეთესო თამაში ვაჩვენო” – განაცხადა ფერნანდინიომ.