ფერნანდო იერო: “რეალი” უნდა დამშვიდდეს და ჭკვიანურად იმოქმედოს”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა კაპიტანმა, ფერნანდო იერომ კრიზისში მყოფი “ბლანკოსის” მეთაური, ზინედინ ზიდანი დაიცვა და აღნიშნა, რომ ჭკვიანური გადაწყვეტილებებით ამ სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია.
“ცივი გონებით უნდა ვიფიქროთ და ჭკვიანური გადაწყვეტილებებით ვიმოქმედოთ. ჯერ კიდევ იანვარია, გუნდს იგივე მწვრთნელი და თითქმის ის ფეხბურთელები ჰყავს, რომლებმაც ბოლო ორ წელიწადში რვა ტიტული მოიგეს.
იყო “რეალის” წევრი, ნიშნავს, რომ ყოველ მატჩში გამარჯვებაზე უნდა იფიქრო. მეორე ადგილზე ყოფნაზე ჩვენ ვერ დავთანხმდებით. თუმცა, ამ სიტუაციაში ჯობს, ჯერ დავმშვიდდეთ და ყველაფერი გავაანალიზოთ.
მართალია გულშემატკივარი მოგებებს მიეჩვია, მაგრამ ყველაფერს სიღრმისეულად უნდა შევხედოთ. ეს არ არის საკმარისი მიზეზი მწვრთნელის გასაშვებად. ფილოსოფია, მწვრთნელი და ფეხბურთელები იგივე დარჩა, ასე რომ, მთავარი სტრატეგიის შემუშავებაა,” – აცხადებს იერო.