ფერნანდო სანტუში: “პორტუგალია არანორმალურ გოლებს უშვებს”
ევროპის მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიის ნაკრები, მუნდიალისთვის მზადებას განაგრძობს. ფერნანდო სანტუშის მიერ გაწვრთნილი გუნდი ტუნისელებს დაუპირისპირდა. მართალია ევროპელები 2-0-ს იგებდნენ, მაგრამ მატჩის დარჩენილ პერიოდში ორი უპასუხო გოლი გაუშვეს.
“შედეგი დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ ყოფილა, ამ მატჩში გამარჯვება მინდოდა. ფრე კარგი შედეგი არ არის და არც არასოდეს იქნება. აქ მოსაგებად მოვედით და დავიმსახურეთ კიდეც.
თავიდან, ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით – სწრაფად და რაც მთავარია, ორგანიზებულად ვმოქმედებდით მოედნის ყოველ მონაკვეთში. ორბურთიანი სხვაობის მოპოვების შემდეგ კი ყველაფერი გაფუჭდა.
ორი გოლი გავუშვით, ჩვენი ბრალია. მეორე გოლი ჩვენ გავატანინეთ მეტოქეს. გუნდმა არანორმალური გოლები გაუშვა, ამაზე უნდა დავფიქრდეთ,” – აცხადებს სანტუში.