ფერნანდო ტორესმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია
მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია.
შეგახსენენბთ, რომ 31 წლის ესპანელს კარიერის განმავლობაში “ატლეტიკოში”, “ლივერპულში”, “ჩელისა” და “მილანში” უასპარეზია.
“საუკეთესოს გამორჩევა მიჭირს, რადგან არაერთ კარგ ფეხბურთელთან ერთად ვითამაშე. თუმცა, ჩემთვის, სტივენ ჯერარდი იყო და არის საუკეთესო”, – უთხრა ტორესმა Marca-ს.