ფერნანდო ტორესმა კარიერა დაასრულა
“ატლეტიკოს”, “ლივერპულისა” და “ჩელსის” ყოფილმა თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა 35 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.
“მნიშვნელოვანი რაღაც უნდა განვაცხადო. 18 შესანიშნავი წლის შემდეგ, დრო მოვიდა, კარიერა დავასრულო. 23 ივნისს ტოკიოში პრესკონფერენციას გავმართავ, სადაც ყველა დეტალს ავხსნი”, – წერს ტორესი სოციალურ ქსელში.
ტორესი მადრიდის “ატლეტიკოს” აღზრდილია და პროფესიონალური კარიერაც სწორედ ამ კლუბში დაიწყო. მან სხვადასხვა დროს “ლივერპულის”, “ჩელსისა” და “მილანის” რიგებში ითამაშა, 2018 წლიდან კი იაპონური “საგან ტოსუს” ღირსებას იცავდა.
I have something very important to announce. After 18 exciting years, the time has come to put an end to my football career. Next Sunday, the 23rd at 10:00AM, local time in Japan, I will have a press conference in Tokyo to explain all the details.See you there. pic.twitter.com/WrKnvRTUIu
— Fernando Torres (@Torres) June 21, 2019
ფერნანდო ტორესის ტიტულები:
მადრიდის “ატლეტიკო”
სეგუნდა დივიზიონი: 2001–02
უეფას ევროპა ლიგა: 2017–18
“ჩელსი”
ასოციაციის თასი: 2011–12
უეფას ჩემპიონთა ლიგა: 2011–12
უეფას ევროპა ლიგა: 2012–13
ესპანეთის ნაკრები
ევროპის ჩემპიონატი: 2008, 2012
მსოფლიო ჩემპიონატი: 2010