ფერნანდუ სანტუშის კომენტარი ირანთან მატჩის შემდეგ
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიამ ირანთა ფრე გააგორა, ხუთი ქულა მოაგროვა და მეორე ადგილით მერვედფინალში გავიდა, სადაც ურუგვაის დაუპირისპირდება.
მატჩის შემდეგ ევროპის მოქმედი ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ახლა ყველაზე მთავარი რამ მერვედფინალზე ფიქრია. აუცილებელია, კარგად შევისწავლოთ ჩვენი მოწინააღმდეგე, ხოლო ამის შემდეგ კი, ფიზიკურად და მენტალურად მომზადებულნი გავიდეთ მოედანზე, მიუხედავად იმისა, ურუგვაია ჩვენი მეტოქე თუ მასპინძელი. ეს ორი სხვადასხვა სიტუაციაა. მასპინძლებს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ თამაშის დროს, მატჩის დროს. მათ ძალიან კარგად იასპარეზეს ჯგუფურ ეტაპზე. რაც შეეხება ურუგვაის, ის შესანიშნავი ნაკრებია, რომელსაც მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს. თუმცა, გვაქვს ჩვენი იარაღი და ვეცდებით მეტოქის დამარცხებას,” – ამბობს სანტუში.