ფიგუ: ”ბარსელონაში” მე არ მაფასებდნენ”
პორტუგალიის ფეხბურთის ლეგენდამ , ლუიშ ფიგუმ, პასუხისმგებლობა მთლიანად ”ბარსელონას” დააკირსრა მის საკამათო 14-წლის წინანდელი ტრანსფერზე ”მადრიდის რეალში”
2000 წლის ზაფხულში,ფიგუმ ”კამპ ნოუზე” გატარებული 5 წლის შემდეგ , მოულოდნლად დათანხმდა ”სამეფო კუბში” გადასვლაზე. მისი ტრანსფერი გახდა ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფეხბურთის ისტორიაში, და ასევე ყველაზე ძვირადღირებულიც იმ დროისთვის – 60 მილიონი ევრო.
”ბარსელონას” პრეზიდენტი ნუნესი ჩემს მიმართ არც თუ ის კარგად იყო განწყობილი, და ეს მე აღმაშფოთებდა” – ციტირებს ფიგუს სიტყვებს Sport.es-ი. “დრო გადიოდა, წყენა და სიბრაზე კი არა. კლუბი თვითონ იყო დამნაშავე რადგან არ მაფასებდა.”
მადრიდში ფიგუმ ასევე ხუთი სეზონი გაატარა , რომლის შემდეგაც მილანის ”ინტერში” გაემგზავრა , ფიგუმ ინტერშივე დაასრულა კარიერა 2009 წელს. პორტუგალიელის თქმით ”რეალთან” გამომშვიდებაც არც ისე ლამაზი გამოდგა.
”ფლორენტინო პერესს ძალიან უნდოდა ჩემი ნახვა თავის გუნდში. არ ვიცი რა მოხდა მერე , ერთ დღესაც აღმოვჩნდი სათადარიგოთა სკამზე. თან ისე რომ არანაირი ახსნა-განმარტება არ მოყოლია. უბრალოდ ჩემთვის უნდოდათ ზიანის მოყენება, ამის შემდეგ მე გადავწყვიტე გუნდიდან წასვლა”-თქვა პორტუგალიელმა.
”ოქროს ბურთის” მფობელ კრიშტიანუ რონალდუსა და 4 გზის ამავე პრიზის მფლობელ ლიონელ მესის შედარების დროს, ფიგუ გამოტყდა, რომ ამ ორ ფეხბურთელს შორის არჩევანის გაკეთება არ შეეძლო.
”მესსიც და რონალდუც ფანტასტიკური ფეხბურთეები არიან , ჩემს გუნდში ორივეს ნახვას ვისურვებდი”.