ფიგუ: “იუვე” და “ნაპოლი” ძლიერები არიან, მაგრამ “ინტერის” იმედი მაქვს”
მილანის “ინტერის” ყოფილმა ნახევარმცველმა ლუიშ ფიგუმ იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში “ნერაძურის” ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.
“იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატს “ინტერი” მოიგებს. “იუვენტუსი” და “ნაპოლი” ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ იმედია, ბრძოლას სამ ფრონტზე ვიხილავთ და სკუდეტოს “ინტერი” დაეუფლება.
ამ გუნდში საოცარი წლები გავატარე. “რეალიდან” წამოსვლის შემდეგ კვლავ მომეცა უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობა. როდესაც “ინტერში” მოვედი, გუნდმა კვლავ დაიწყო წარმატებული ასპარეზობა. “ინტერთან” ყოველთვის კარგი მოგონებები მექნება”, – ციტირებს ფიგუს სიტყვებს “კორიერე დელო სპორტი”.
შეგახსენებთ, რომ ლუიშ ფიგუ “ინტერის” ღირსებას 2005-დან 2009 წლამდე იცავდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში სერია A ოთხჯერ მოიგო, ერთხელ ქვეყნის თასს დაუფლა, ორჯერ კი სუპერთასი დაისაკუთრა. მოგვიანებით პორტუგალიელი კლუბის სტურქტურაში მუშაობდა.