ფიგუ მწვრთნელობაზე დაფიქრდა
“ბარსელონას”, “რეალის” და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ლუიშ ფიგუ, რომელიც ამჟამად “ინტერის” ელჩის თანამდებობაზე მუშაბს, მწვრთნელობაზე დაფიქრდა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელის ყოფილი პარტნიორი ზინედინ ზიდანი ამჟამად მადრიდის “რეალის” მეორე გუნდს თავაკცობს.
“ჩემი მომავალი? შესაძლოა მწვრთნელობა ვცადო. თუმცა, ამაზე სერიოზულად ჯერჯერობით არ მიფიქრია” – განაცხადა ფიგუმ.
შეგახსენებთ, რომ ლიუშ ფიგუს ფეხბურთელების დროს ისეთ მწვრთნელებთან უმუშავია, როგორებიც არიან: იოჰან კრუიფი, ბობი რობსონი, ლუი ვან გაალი, ვისენტე დელ ბოსკე და ჟოზე მოურინიო.