ფიგუ ფიფას პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს
ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი ფიფას პრეზიდენტობისთვის აპირებს ბრძოლას. მოახლოებულ არჩევნებში ლუიშ ფიგუ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი იქნება, ვინც ზეპ ბლატერის დამარცხებას აპირებენ.
დღეს, ფიგუმ საკუთარი საარჩევნო პროგრამაც წარადგინა და აღნიშნა, რომ უმოქმედოდ ჯდომა აღარ შეიძლება. პორტუგალიელის პროგრამის დიდი ნაწილი ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ეხება.
ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები მაისის ბოლოს შედგება.