ფილიპ ლამი: “კროოსის წასვლამ გული არ დამწყვიტა”
მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა ფილიპ ლამმა ტონი კროოსის “რეალში” გადასვლაზე ისაუბრა.
“კროოსის წასვლამ გული არ დამწყვიტა. ეს ფეხბურთია. მოთამაშეები მიდიან და მოდიან. ამ სფეროში საკმაოდ დიდი ხანია ვარ და ასეთ ფაქტებს შევეჩვიე. ტონი შესანიშნავი ადამიანია” – განაცხადა ლამმა.
მცველმა ასევე მიუნხენური კლუბის ახალწვეული, ხაბი ალონსოც შეაფასა.
“მოედნის ცენტრში ბევრი ტრავმირებული გვყავს, ამიტომ ჩაბი ალონსო ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. დიახ, “ბაიერნში” ის მეხუთე ესპანელია, თუმცა მთავარი ფეხბურთელის დონეა. მნიშვნელობა არ აქვს თუ საიდან მოდიან ისინი”.