ფილიპ მექსესი: “ჩემს მომავალს მილანს ვუკავშირებ”
“მილანის” მცველმა ფილიპ მექსესმა კლუბში საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა.
“რამდენიმე განსაკუთრებული წინადადება მქონდა. ტრანსფერის შესაძლებლობას “მილანთან” ერთად განვიხილავდი, თუმცა წასვლა არ მსურდა. ინძაგიმ თავიდანვე მითხა, რომ შედარებით ნაკლები შანსი მექნებოდა. რამდენიმე კვირაში კი მწვრთნელი ვარჯიშებზე მაქებდა და იმედიც მომეცა. ჩემს მომავალს რა თქმა უნდა “მილანს” ვუკავშირებ” – განაცხადა ფრანგმა მცველმა.
შეგახსენებთ, “ინტერთან” შეხვედრაში “მილანს” სწორედ მექსესმა უკაპიტნა.