ფილიპე ბუსტო: ” სწრაფმა გოლებმა ჩვენი გეგმები შეცვალა”
ანდორული “ენგორდანის” მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპე ბუსტომ თბილისის “დინამოსთან” განცდილი მარცხის (6:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“რასაკვირველია, ამ ეტაპისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით და სტრატეგიებიც დეტალურად გვქონდა შემუშავებული. თუმცა, სწრაფმა გოლებმა ჩვენ გეგმების განხორციელების უფლება არ მოგვცა, რამაც შედეგზეც იმოქმედა.
“დინამოს” ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. მეტოქე გუნდი შეცვლების ხარჯზე ახერხებდა რიტმის შენარჩუნებას, რასაც წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიეთ.
ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს საკმაოდ დიდი გამცოდილება აქვს ევროპულ ტურნირებზე თამაშისა. დაცვაში რამდენიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით, რაც “დინამომ” სათავისოდ გამოიყენა. ვეცდებით, რომ ამ გამოცდილების ხარჯზე საშინაო თამაშში მსგავსი შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ.
ჩვენი მოთამაშეები შეჩვეულნი არიან წინააღმდეგობებთან ბრძოლას. ვეცდებით, განმეორებით მატჩში ვისარგებლოთ ჩვენი უპირატესობით – შინ თამაშითა და გულშემატკივრების მხარდაჭერით,” – ვციტირებთ ფილიპე ბუსტოს სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 18 ივლისს ანდორაში ჩატარდება.