ფილიპე კოუტინიომ “ლივერპულთან” კონტრაქტი გაახანგძლივა
ფილიპე კოუტინიომ “ლივერპულთან” კონტრაქტი გაახანგძლივა. შემტევი ნახევარმცველი მერსესაიდულ კლუბში 2022 წლამდე დარჩება. ასევე, ის ლივერპულელთა ყველაზე მაღალანაზღაურებადი წევრი გახდა – ბრაზილიელი ფეხბურთელი კვირაში 150 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
კოუტინიოს შეძენა კატალონიის “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” სურდათ, “ლივერპულმა” კი გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან მოლაპარაკებები მალევე დაასრულა.
“ძალიან მიხარია, რომ კონტრაქტი გავახანგძლივე. კიდევ უფრო მეტს ვიშრომებ იმისათვის, რომ კლუბს ნდობისათვის მადლობა გადავუხადო.
“ლივერპული” ბრწყინვალე და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიო. ჩვენ თავს ამ ქალაქის ნაწილად ვგრძნობთ, ეს კი ჩემთვის, ჩემი მეუღლისა და შვილისათვის მნიშვნელოვანია”, – ციტირებს კოუტინიოს სიტყვებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიო “წითლებში” 2013 წელს მილანის “ინტერიდან” გადავიდა.