ფინალი მესხზე

თარიღი: მაისი 22, 2014

შემოდგომაზე დაწყებული სარაგბო სეზონი ზაფხულის პირზე, საქართველოს პირველობის დიდი ფინალით სრულდება: შაბათს, 24 მაისს, საღამოს ექვსზე (18.00), მიხეილ მესხზე (ვაკეში, ყოფილი ლოკომოტივი), ლელო და არმია “ბზის თასისთვის” შეიბმებიან. 

ჩემპიონატი 2013 წლის 7 სექტემბერს გაიხსნა. მას აქეთ უმაღლესი ლიგის ათმა გუნდმა ორი სრული წრე და “ავსტრალიური პლეი-ოფის” ხუთი რკენა გამართა, რამაც ერთად 95 მატჩი შეადგინა. და აი, მაისის ბოლოსწინა ვიქენდზე, გადამწყვეტი, საჩემპიონო ჯახია: შარშანდელი ფინალის რე-მატჩში, ისევლელო და არმია შეერკინებიან ერთმანეთს.

ერთი წლის წინ (25/05), შევარდენზე, ლელომ  16:10 იმარჯვა და ჩემპიონი გახდა. წელს, ორი კვირის წინ (10/05). პლეი-ოფის მეორე წრეში, ლელომვე 19:13 ივარგა შესარჩევ ფინალში და არმიას გზა დაუგრძელა – წინასწარ ფინალში გაისტუმრა, მანამდე კი, ავჭალაში, ორივე წრიული რკენა ჯარმა მოიგო – 16:12 (30/11 2013) და 19:10 (26/04)

ლელო – არმია

არმიამ ორი წრე პირველ ადგილზე დაასრულა: 63 ქულა (13 მოგება – 4 წაგება, 1 ფრე, სხვაობა +186, 9 ბონუსი), ლელო კი მეორე იყო – 59 ქულა (12-6, +235, 11 ბონუსი), მაგრამ რადგან პლეი-ოფში ლელომ უკვე ძლია მეტოქე, მისი ნომერი გადაიბარა, რის გამოც დიდ ფინალში მასპინძელია და ფრეზე ბოლო თაი-ბრეიქიც მის სასარგებლოდაა, ანუ თუ

კანონიკური 80 წუთი და ორი დამატებითი 10-წუთიანი ტაიმიც ფრედ დასრულდა,
გუნდებმა ამ 100 წუთში ლელოთა ტოლი რაოდენობა დადეს და
ჯერ წითელი და მერე ყვითელი ბარათების ბალანსებიც თანაბარი ექნებათ –
ბზის თასი “ლელოს” მიენიჭება.

ფინალს ირლანდიელი პითერ ფითსგიბონი განსჯის, პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხით” მოეწყობა.

ლელო 1969 წელს დაარსებული სპარტაკის პირდაპირი მემკვიდრეა და აქამდე სამ-სამი ოქრო (2004 2009 2013) და ვერცხლი (2007 2008 2010) მოუხვეჭია, 1977 წელს დაფუძნებული “ასკ” კი “არმიად” 2011 წელს აღდგა და მონაგარში თითო ოქრო (2011), ვერცხლი (2013) და ორიც ბრინჯაო (1998 2000) ეთვლება.

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2013-2014 წლის სეზონის ფინალური მატჩი 24 მაისს, 18.00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

2013-14 წლის ლელო-არმიას ფინალურ დაპირისპირებას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

Rugby.GE

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელებმა დაასახელეს ის შემადგენლობა, რომელიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. აღსანიშნავია, [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

საქართველოს პირველი ჩოგანი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სექსის შეზღუდვა, ეკო-მეგობრული საწოლები – სად იცხოვრებენ ქართველი სპორტსმენები ტოკიო

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი დარჩა. 23 ივლისს დაიწყება ღონისძიება, რომელსაც სპორტის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკეს სააგენტოს პირველი კლიენტი აშშ-ს ღია პირველობის ჩემპიონი იქნება

კატალონიის “ბარსელონას” მცველის, ჟერარ პიკეს, კომპანია Kosmos ამიერიდან სპორტული მენეჯერების სააგენტოსაც მოიცავს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქარი გამოუგზავნა (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღე მიულოცა. არგენტინელმა [&...
წაკითხვა
სხვადასხვა

ქართველი სპორტსმენები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები უკვე მოიპოვეს

23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დაიწყება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, 15 ივნისის მონაცემებით, ტოკიოსთვის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზურაბ კახაბრიშვილმა ლაშა ბექაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობისას ტრავმა მიიღო. საქართველოს ოლიმპიური […...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მცემეთ, რაც გინდა მიქენით!” – კადრები ლაშა შავდათუაშვილის ჩემპიონობის შ

8 ივნისს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლაშა ქართული სპორტის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულა მაგომედოვმა კონორ მაკგრეგორი გამოიწვია (ვიდეო)

ინტერნეტვარსკვლავმა, ჰასბულა მაგომედოვმა MMA-ს მებრძოლი კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. 18 წლის დაღესტნელი დარწმუნებულია, რომ ის კონორს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ცნობილია, იასპარეზებს თუ არა ვარლამ ლიპარტელიანი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის კიდევ ერთ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვარლამ ლიპარტელიანი: “მინდა, ილიას ვუთხრა, რომ…”

საქართველოს ძიუდოისტთა წევრმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ თქვა, რომ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გელა ზაალიშვილმა როი მეიერი ‘დაახრჩო’! (ვიდეო)

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი +100კგ 1/4-ფინალი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფონსეკამ მსოფლიო ჩემპიონობა ქართველებთან ერთად იზეიმა (ვიდეო)

11 ივნისს, პორტუგალიის ნაკრების წევრი ჟორჟე ფონსეკა -100კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ფინალში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ეს უპატივცემულობაა მეტოქეების მიმართ!” – ლაშა ტალახაძის მორიგი საოცრება

ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისათვის ემზადება. ქართველმა ძალოსანმა სოციალურ ქსელში ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა. ტალახაძემ აკვრაში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ესპანეთში დაბრუნებულ ნიკოლოზ შერაზადიშვილს ქართული ცეკვით დახვდნენ (ვიდეო)

10 ივნისს, ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ნიკოლოზ შერაზადიშვილი კარიერაში მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. გამარჯვების შემდეგ, […]...
წაკითხვა