ფინალი: საქართველო – საფრანგეთი 26/03/16

თარიღი: მარტი 25, 2016

ხვალ ფინალია! ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონები, უმცროსი ბორჯღალონები ხვალ, 26 მარტს ევროპის ჩემპიონ, საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრებს ერკინებიან.

 

ამრიგად გამეორდა შარშანდელი ფინალური წყვილი, როდესაც ტულუზაში მიმდინარე მაშინდელ ელიტ დივიზიონის ფინალში გუნდები პირველად შეებნენ. 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება. მეოთთხედ და ნახევარფინალების მსგავსად ფინალური რკენაც რაგბი ევროპის ვიდეო პორტალზე სთრიმის სახით გადმოიცემა >>> Rugbyeurope.tv

 

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ეს ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც ფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და საქართველო ხვდებიან. შარშანდელ ჩემპიონატში, რომელშიც ექვსი ერის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯერ ირლანდია, მერე იტალია დაამარცხეს და ფინალში მასპინძლებს შევხვდით – ფინალში საფრანგეთმა გაიმარჯვა.

 

წელს ევროპის ჩემპიონატზე (ყოფილი ელიტ დივიზიონი) მონაწილეობაზე ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა, შოტლანდიამ და იტალიამ იუარეს, შედეგად, საქართველომ მეოთხედფინალში რუმინეთი 49:10, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალია 29:10 დაამარცხა. თავის მხრივ, საფრანგეთმა ესპანეთს 56:14, ხოლო ბელგიას 62:3 სძლია და წინ ფინალიღა დარჩა.

 

წინა მატჩისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. შეიცვალა შუამარბების წყვილი და კოტე ხამაშურიძისა და თორნიკე ჯალაღონიას ნაცვლად, თამაშს ლუკა მარგიანი და სანდრო სვანიძე იწყებენ, ანუ ის წყვილი, რომელმაც მეოთხედფინალში რუმინეთთან ითამაშა.

 

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთის წინააღმდეგ:

უკანა ხაზი (ბექები): 15. ბექა მამუკაშვილი, 14. გიორგი ნარიმანიძე, 13. სანდრო სვანიძე, 12. ლუკა მარგიანი, 11. ივანე კალანდაძე, 10. გელა აფრასიძე, 9. ელგუჯა კიკვაძე;

 

შერკინება (ფორვარდები): 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ჯაბა შათირიშვილი, 4. ბექა საღინაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.

 

მარქაფა (რეზერვი): 16. გიორგი ნუცუბიძე, 17. ლევან პაპიძე, 18. ლუკა აზარიაშვილი, 19. გიგა გრიგალაშვილი, 20. ალექსანდრე კალმახელიძე,  21. იოსებ ხეთაშვილი, 22. გიორგი წიკლაური, 23. კოტე ხამაშურიძე, 24. თორნიკე ჯალაღონია, 25. საბა ხურცილავა.

Rugby.GEf

მსგავსი სიახლეები
რაგბი

საქართველოს ნაკრები ქომაგებს იაპონურად დაემშვიდობა (ვიდეო)

11 დეკემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი გამართა. “ბორჯღალოსნები” […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძის ემოციური სიტყვები მილტონ ჰეიგს (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ 2019 წლის მსოფლიო თასზე გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ მილტონ […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “იმედი მაქვს, მომდევნო მსოფლიო თასზე უკეთესად გამოვალთ”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული ბოლო მატჩის შემდეგ კომენტარი […]...
წაკითხვა
რაგბი

სანდრო თოდუას ლელო ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Go Georgia 😂 wow….! #AUSvGEO #RugbyWorldCup pic.twitter.com/wr3p7ZspCx — -🇦🇺🇺🇸🇦🇺- (@Frolencewalters) October 11, 2019...
წაკითხვა
რაგბი

გელა აფრასიძის მძიმე დაზიანება ავსტრალიასთან მატჩში (ვიდეო)

მსოფლიო თასზე, საქართველოსა და ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 51-ე წუთზე გელა აფრასიძემ მოედანზე […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობა, რომლის დაყენებაც შეგ

11 ოქტომბერს ავსტრალიასთან შიზუოკაში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ბორჯრალოსნებმა ჯაბა ბრეგვაძემ, სოსო მათიაშვილმა და [&helli...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ავსტრალიის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი გუნდი 11 […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “ყველა მოთამაშეს და განსაკუთრებით მე, გვრცხვენია”

2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები დასკვნით შეხვედრას 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ავსტრალიის წინააღმდეგ […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ფიჯისთან განცდილი მარცხის (10:45) შემდეგ კომენტარი გააკეთა და ქართველ […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძის ლელო ფიჯის წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო A couple of stunning stereotypical #Fiji tries are countered by the most Mamuka […]...
წაკითხვა
რაგბი

ურუგვაელი მორაგბე საქართველოს ნაკრებთან მატჩში მომხდარის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით

ურუგვაის ნაკრების ბურჯი, ფაკუნდო გატასი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ურუგვაელმა მორაგბემ 29 სექტემბერს საქართველოს წინააღმდეგ გამართულ [&hell...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან გასამართი შეხვედრისათვის შემადგენლობა დაასახელა. ფიჯისთან […...
წაკითხვა
რაგბი

სახალისო ვიდეო: მილტონ ჰეიგი ურუგვაისთან მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელ მილტონ ჰეიგისათვის ურუგვაისთან გამართული მატჩი რთული გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ მას […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა საქართველოს ბოდიში მოუხადეს

რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა ქართულ მხარეს ურუგვაისთან მოგების შემდეგ სტადიონზე ჩართული რუსული სიმღერის გამო ბოდიში […]...
წაკითხვა