“ფიორენტინა” ანდერსონისადმი ინტერესს ადასტურებს
“ფიორენტინას” სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ დაადასტურა ფლორენციული კლუბის ინტერესი “მანჩესტერის” 25 წლის ნახევარმცველის, ანდერსონის მიმართ.
“ანდერსონის თამაშის სტილი მოგვწონს და მას ვაკვირდებით” – განაცხადა “ფიორენტინას” წარმომადგენელმა “ტორინოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც ფრედ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ანდერსონმა მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩაატარა ინგლისურ პრემიერლიგაში. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის თქმიმ ის გუნდის გამოცვლაზე არ ფიქრობს.