“ფიორენტინამ” კალინიჩი 45 მილიონ ევროდ გაყიდა
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ფიორენტინასა” და ჩინური “ტიანძინ ქუანძინის” ხელმძღვანელებმა ნიკოლა კალინიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
საკმაოდ ცნობილი იტალიური გამოცემა, Football Italia იუწყება, რომ აღნიშნული ტრანსფერი ჩინურ კლუბს 45 მილიონი ევრო დაუჯდა – 5 მილიონით ნაკლები იმ თანხაზე, რაც კალინიჩის კონტრაქტში მის გამოსასყიდ ფასად იყო მოხსენიებული.
როგორც იცით, “ტიანძინის” მთავარი მწვრთნელის, ფაბიო კანავაროს პირველი სამიზნე დიეგო კოშტას ტრანსფერი იყო, თუმცა ის ლონდონურმა კლუბმა დაბლოკა, რის სემდეგაც კანავარო იტალიურ მარკეტზე გადაერთო.
ტრანსფერის გასაოფიციალურებლად მხოლოდ ფეხბურთელის თანხმობაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ “ფიორენტინამ” 29 წლის ფორვარდი 2015 წლის ზაფხულში, “დნიპროსგან” შეიძინა. მას შემდეგ, ხორვატმა ფეხბურთელმა 25 გოლისა და 10 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა აქტივში.