ფიფა “რეალს” სატრანსფერო სანქციას დაუწესებს?
“სამეფო კლუბს” მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან სანქცია ემუქრება.
ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობას მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში აქტივობა აუკრძალოს.
გაზეთის თანახმად, მადრიდელებმა არასრულწლოვანი ფეხბურთელების გაფორმების დროს რეგლამენტის გარკვეული წესები დაარღვიეს და სწორედ ამის გამო დაიმსახურეს სასჯელი ფიფასგან.
სანქციის ოფიციალურად გამოცხადების თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, სწორედ მსგავსი დარღვევის გამო ანალოგიურად დაისაჯა “ბარსელონა” და ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირება 2016 წლის იანვრამდე არ შეუძლია.