ფიფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაზე სტატიას აქვეყნებს

თარიღი: იანვარი 17, 2019
  • სფფ მსოფლიო ფეხბურთის აქტიური შემადგენელი ნაწილია და წარმატებით მიჰყვება საქართველოში ფეხბურთის განვითარების გზას
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე რამდენიმე წელია ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე~
  • 2018 წელს საქართველოს ნაკრებმა წარმატებით ჩაატარა უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი
  • ამ წარმატების ერთერთი მთავარი წინაპირობა სფფ-ის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა და თავდადება იყო

ინგლისელმა მეზღვაურებმა ფეხბურთი XX საუკუნის დასაწყისში შავი ზღვისპირა ქალაქ ფოთში ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს, რის შემდეგაც საქართველოში ფეხბურთზე შეყვარებულ ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. ხუთმილიონიანი ერის დიდი ნაწილი დღეს ფეხბურთის გულშემატკივართა რიგებში იმყოფება. თუმცა, ქართველებს მხოლოდ 1990 წელს, პირველად მიეცათ საკუთარი ეროვნული ნაკრების ქომაგობის საშუალება, მანამდე კი მათი ვარსკვლავები საბჭოთა კავშირის დროშის ქვეშ ასპარეზობდნენ. დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) მსოფლიო ფეხბურთის აქტიური შემადგენელი ნაწილია და წარმატებით მიჰყვება საქართველოში ფეხბურთის განვითარების გზას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე რამდენიმე წელია ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით ფედერაციას აქტიურად ეხმარება ფიფა-ს პროგრამა FIFA Forward.

ზემოაღნიშნული ხედვის განხორციელების პროცესში დიდი ნაბიჯი გადაიდგა ქალაქ რუსთავში ტექნიკური ცენტრის მშენებლობის დასრულებით. თბილისიდან 30 კმით დაშორებული ობიექტი თანამედროვე ცენტრად გარდაიქმნა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს. ამისთვის უზრუნველყოფილ იქნა მოედნების განათების ახალი სისტემის, ასევე გარე პერიმეტრის განათების დამონტაჟება ადგილობრივ მიმწოდებელთა მხარდაჭერით.

ამასთანავე, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ელექტროენერგიის მომარაგების ახალი სისტემა, დიდი ზომის სათამაშო მოედნები და საცხოვრებელი კორპუსი. დღევანდელ პირობებში, მოედნის განათების ადეკვატური და მდგრადი სისტემის ქონა ნებისმიერი ობიექტისთვის წარმოადგენს ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობის აუცილებელ წინაპირობას. აუცილებელია თითოეული სათამაშო და სავარჯიშო მოედნისთვის სწორი განათების შერჩევა, რაც ყველა ასაკის ფეხბურთელებს მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს უსაფრთხო და ეფექტურ გარემოში ვარჯიშის საშუალებას მისცემს.

2018 წელს საქართველოს ნაკრებმა წარმატებით ჩაატარა უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. ქართველებმა ყაზახეთში ამ ახალი ტურნირის ისტორიაში პირველი გოლის გატანა მოახერხეს, შემდეგ კი ლატვია და ანდორაც დაამარცხეს და ორი ტურით ადრე გაინაღდეს ჯგუფში პირველობა და „C“ ლიგაში დაწინაურება. ამ წარმატების ერთერთი მთავარი წინაპირობა სფფ-ის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა და თავდადება იყო. ყველასთვის ხელმისაწვდომი, ინოვაციური და მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარებამ ამ პროცესში უდავოდ დიდი როლი ითამაშა.

თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები და ახალი თაობები აღნიშნული შრომის შედეგებით ხანგრძლივ პერსპექტივაშიც ისარგებლებენ.

მომზადებულია: FIFA.com მიხედვით

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაიცანით ეროვნული ლიგის კენიელი ვარსკვლავი ამოს ნონდი, რომელიც “დილას” ხერხემა

გორის “დილა” 16 ქულით ეროვნული ლიგის ლიდერია და ყველა საუბრობს მიკოლა კოვტალიუკზე, გურამ გიორბელიძეზე, ნიკა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

UEFA: ევროტურნირები მაყურებლის გარეშე და გადადებული 19-წლამდე ელიტ-რაუნდი

6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “ტორპედო” “თელავს” დაუზავდა

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის პირველ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედომ” გულშემატკივრის წინ დიდი ხნის შემდეგ ითამაშა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიომინი ფარფანს: “მათ ხვიჩა ვერ შეირგეს, გული არ დაგწყდეს”

მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი გუნდიდან ჯეფერსონ ფარფანის წასვლას გამოეხმაურა. ფარფანს სიომინის ფორმაციაში მნიშვნელოვანი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” პატრიოტული პერფორმანსი

ქუთაისის “ტორპედო” ხვალ, 6 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მე-8 ტურში “თელავს” უმასპინძლებს. კლუბისოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ც...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტყიბულის “მეშახტემ” იაპონელი ნახევარმცველი დაიმატა, რომელიც საქართველოზე ტვიტე

ტყიბულის “მეშახტემ”, რომელიც საქართველოში რანგით მე-3 ლიგაში თამაშობს, იაპონელი  ტაიგა ვატაბე დაიმატა. 28 წლის ვატაბე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძე ახალ გუნდში გადავიდა – თვეში 1 მილიონი რუბლი

27 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას კვლავ რუსეთში, “როტორში” გააგრძელებს. რუსული პრესის ინფორმაციით, ჯანომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი გაიხსნა (ფოტო)

ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. შაქარაშვილის სახელი საბურთალოს აკადემიის, იოსებიძის ქუჩაზე არსებულ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო ბათუმი” “დინამო თბილისს” ახალ სტადიონზე მიიღებს

“დინამო ბათუმი” ეროვნული ლიგის მომდევნო მატჩში “დინამო თბილისს” ბათუმის ახალ სტადიონზე მიიღებს. სტადიონს უეფას მიერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისის” ოფიციალური განცხადება

“დინამო თბილისმა” ლერი სულაბერიძის დაჭრასთან დაკავშირებით, რომელიც “დინამოს” პრეზიდენტი გახლდათ, ოფიციალური განცხადება გაავრცე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკა ზარანდია ავტოავარიაში მოყვა (ფოტო)

ბელგიური “ზულტე ვარეგემის” ფეხბურთელი, ლუკა ზარანდია ავტოავარიაში მოყვა. ინციდენტი ბელგიაში შაბათს მოხდა. ავტომობილს ქართველი შემტევის [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედომ” “ლოკოს” მოუგო – კაპიტნის წითელი, 2 გაფუჭებული პენ

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ძალიან მაგარი თამაში იხილა. 1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” 19 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის 2019/20 წლების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვალ “საბურთალოს” სტადიონს “შაქარას” სახელი მიენიჭება

“საბურთალოს” ოფიციალური გვერდისა და გუნდის პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, ხვალ იოსებიძის ქუჩაძე არსებული აკადემიის ერთ-ერთ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ეღირება ბათუმის “დინამოს” სტადიონზე ბილეთები?

31 ივლისიდან ეროვნული ლიგის თამაშებს გულშემატკივარი დაესწრება და ბათუმის “დინამოს” გარკვეული სიახლეების შემოღება მოუწია. “სამტრედიას...
წაკითხვა