ფიფამ ბარსელონას აპელაცია არ დააკმაყოფილა
ფიფამ ტრანსფერების აკრძალვასთან დაკავშირებით “ბარსელონას” აპელაცია არ დააკმაყოფილა. შემდეგი ორი სატრანსფერო ფანრჯის დროს კატალონიური კლუბი ფეხბურთელების დამატებას ვერ შესძლებს.
გარდა ამისა ძალაში დარჩა ფინანსური სასჯელიც. ბარსელონელებს 450 000 შევიცარული ფრანკის გადახდა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ ფიფამ აღნიშნული განაჩენი მარტში გამოიტანა, თუმცა “ბარსელონამ” ის გაასაჩივრა. საქმე ახალგაზრდა ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაფორმების დროს აღმოჩენილ დარღვევებს ეხება.
აპელაციის განხილვის დროს კატალონიური კლუბის მესვეურებმა რამდენიმე ტრასნფერი განხორციელება მოასწრეს. “ბარსელონა” ლუის სუარესმა, ტომას ვერმალენმა, ივან რაკიტიჩმა, ჟერემი მატიემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა და კლაუდიო ბრავომ გააძლიერეს. თუმცა, იანვარში და მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კატალონიელები მოთამაშეების დამატებას ვეღარ შესძლებენ.