ფიფამ მუნდიალის სიმბოლური ნაკრები დაასახელა
23 ივლისს ფიფამ 2014 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. 11 საუკეთსო 27 ივნისიდან მიმდინარე გამოკითხვის მეშვეობით გამოვლინდა.
მეკარე: მანუელ ნოიერი (გერმანია)
მცველები: დავიდ ლუისი (ბრაზილია), მარსელო (ბრაზილია), ტიაგუ სილვა (ბრაზილია), მატს ჰუმელსი (გერმანია).
ნახევარმცველები: ანხელ დი მარია (არგენტინა), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია), ტონი კროოსი (გერმანია).
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა), თომას მიულერი (გერმანია), ნეიმარი (ბრაზილია).
მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი (გერმანია).