ფიფამ წლის საუკეთესო თავდამსხმელთა სია გამოაქვეყნა
ფიფამ იმ თავდამსხმელთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც წლის სიმბოლურ ნაკრებში შესვლის შანსი ექნებათ.
წლის საუკეთესო თავდამსხმელთა გაფართოებული სია ასე გამოიყურება:
სერხიო აგუერო (არგენტინა, „მანჩესტერ სიტი“), მარიო ბალოტელი (იტალია, „მილანი“), ედინსონ კავანი (ურუგვაი, „პსჟ“), დიეგო კოსტა (ესპანეთი, „ატლეტიკო“), კრიშტიანო რონალდუ (პორტუგალია, „რეალი“), დიდიე დროგბა (კოტ დივუარი, „გალათასარაი“), რადამელ ფალკაო (კოლუმბია, „მონაკო“), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი, „პსჟ“), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, „ბორუსია“ დ.), მარიო მანჯუკიჩი (ხორვატია, „ბაიერნი“), ლიონელ მესი (არგენტინა, „ბარსელონა“), ნეიმარი (ბრაზილია, „ბარსელონა“), რობინ ვან პერსი (ჰოლანდია, „მანჩესტერ იუნაიტედი“), უეინ რუნი (ინგლისი, „მანჩესტერ იუნაიტედი“), ლუის სუარესი (ურუგვაი, „ლივერპული“).
ფიფას წლის სიმბოლურ ნაკრებს 2014 წლის 13 იანვარს, „ოქროს ბურთის“ საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალზე გამოაცხადებენ.
ბექა დოგრაშვილი