ფიფას მარტის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა
დღეს ფიფას მარტის თვლის რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველო წინა თვესთან შედარებით კიდევ ორი პოზიციით დაქვეითდა და ახლა სენტ-კიტსი და ნევისსა და სირიას შორის 122-ე ადგილი უკავია.
რეიტინგის ზედა ათეულში მდგომარეობა უცვლელია: პირველი ადგილი კვლავ ბელგიას უკავია, მეორე პოზიციაზე არგენტინა, ხოლო მესამეზე ესპანეთია გამწესებული. საერთოდაც, ზედა ოცეულში მხოლოდ ერთი ცვლილებაა იტალიამ ჰოლანდიას გადაასწრო და მე-14 პოზიცია დაიკავა.
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქეების პოზიციებს რაც შეეხება, ავსტრია მე-10 ადგილზეა, უელსი მე-17, ირლანდია 29-ე, სერბეთი 50-ე, ხოლო მოლდოვას 156-ე პოზიცია უკავია.
რეიტინგის ზედა ოცეული ასე გამოიყურება:
1. ბელგია — 1506
2. არგენტინა — 1457
3. ესპანეთი — 1374
4. გერმანია — 1355
5. ჩილე — 1307
6. ბრაზილია — 1254
7. პორტუგალია — 1234
8. კოლუმბია — 1215
9. ინგლისი — 1112
10. ავსტრია — 1095
11. ურუგვაი — 1082
12. შვეიცარია — 1070
13. ეკვადორი — 1039
14. იტალია — 999
14. ჰოლანდია — 997
16. იტალია — 990
17. უელსი — 984
18. ხორვატია — 965
19. უნგრეთი — 951
20. თურქეთი — 943
…
119. ბელიზე — 286
120. ეთიოპია — 285
121. სენტ-კიტსი და ნევისი — 284
122. საქართველო — 283
123. სირია — 279
124. სვაზილენდი — 277
125. ტანზანია — 276
125. ყაზახეთი — 276