ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორი, სერგეი ალეინიკოვი საქართველოშია
ახალ თბილისში მდებარე სასტუმრო „მოხალისეში“„რეგიონთა თასის” მწვრთნელთა გადამზადების კურსები მიმდინარეობს. საქართველოს ვიზიტით ამჯერად ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორი სერგეი ალეინიკოვი ესტუმრა. სპეციალური კურსები სხვადასხვა რეგიონის მწვრთნელებისათვის 1 ივნისს დაიწყო და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
გახსნით ტრენინგს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაესწრო, რომელმაც კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მსმენელებს წარმატებები უსურვა. ლევან კობიაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა პროექტის „რეგიონთა თასი“ მნიშვნელობასა და მიზნებზე და მწვრთნელების როლი ხაზგასმით აღნიშნა. „რეგიონთა თასი“ მთელი საქართველოს მასშტაბით პირველად 2016 წელს ჩატარდა. პროექტი, რომლის მასშტაბები წელს იზრდება, ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენასა და მათი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
Gff.Ge