ფიფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრები პროგრესს განიცდის
14 ივლისს, ფიფა/კოკა-კოლას განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთის დამარცხების შემდეგ პროგრესს განიცდის. ”ჯვაროსნებმა” 19 პოზიციით წაიწიეს წინ და 318 ქულით 118-ე ადგილზე არიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართეს. პირველ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებთან 1:5 გავნადგურდით, შემდეგ კი ”ფურია როხა” მადრიდში 0:1 დავამარცხეთ.
რაც შეეხება პირველ ათეულს, აქ რამდენიმე ცვლილება მოხდა. ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორმა პორტუგალიის ნაკრებმა მე-8 ადგილიდან მე-6-ზე გადაინაცვა, ხოლო ფინალისტი საფრანგეთი მე-17 პოზიციიდან მე-7-ზე აზღევდა.
1. არგენტინა – 1585
2. ბელგია – 1401
3. კოლუმბია – 1331
4. გერმანია – 1319
5. ჩილე – 1316
6 (+2) პორტუგალია – 1266
7 (+10) საფრანგეთი – 1189
8 (-2) ესპანეთი – 1165
9 (-2) ბრაზილია – 1157
10 (+2) იტალია – 1155