ფირმინო “მანჩესტერში” გადასვლის შესახებ ჭორებს ყურადღებას არ აქცევს
“ჰოფენჰაიმის” ნახევარმცველი, რობერტო ფირმინო “მანჩესტერ იუნაიტედში” მის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა.
გერმანული პრესის ინფორმაციით, ერთი კვირის წინ გერმანული გუნდი დათანხმდა “მანჩესტერის” 25 მილიონიან შეთავაზებას, ხოლო გარიგება ოფიციალურად ზაფხულში შედგება.
თუმცა, ბრაზილიელი ამტკიცებს, რომ ახლა მხოლოდ გუნდზე და მის მომავალ მატჩებზე ფიქრობს.
“მაქვს კონტრაქტი ჰოფენჰაიმთან 2017 წლამდე. აქ თავს კარგად ვგრძნობ, ამ კლუბში გავიზარდე. ჩემი ფიქრები ამჟამად მხოლოდ გერმანულ გუნდს უკავშირდება,”-განაცხადა ფირმინომ.