ფირმინოს კონტრაქტში სპეციალური, ანტი-“არსენალური” პუნქტია ჩადებული
Football Leaks-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, რობერტო ფირმინოს გამოსყიდვა 98 მილიონ ევროდ შეუძლია ნებისმიერ კლუბს, გარდა “არსენალისა”.
წყაროს ცნობით, “ლივერპულის” განაწყენებულმა ხელმძღვანელებმა სპეციალურად ჩადეს ფირმინოს კონტრაქტში ასეთი პუნქტი, რომელიც ანტი-“არსენალურ” ხასიათს ატარებს.
ამით კი მერსესაიდელებმა სამაგიერო გადაუხადეს “არსენალის” უფროსებს, რომლებმაც 2013 წლის ზაფხულში 40 მილიონს + 1 მილიონი ფუნტი შესთავაზეს სუარესის ტრანსფერის თანახმად, რასაც კლუბის მფლობელმა, ჯონ ჰენრიმ შემდეგნაირი ტვიტით უპასუხა: “ხომ არ იცით, ასეთს რას ეწევიან “ემირეიტსზე”?
შეგახსენებთ, რომ “წითლების” რიგებს ბრაზილიელი ფირმინო 2015 წლის ივნისში შეუერთდა, როდესაც მან გერმანული “ჰოფენჰაიმი” დატოვა.