ფირმინოს პრემიერ ლიგაში ვიხილავთ
ახალ სეზონს ბრაზილიელი ნაევარმცველი ნისლიან ალბიონზე დაიწყებს.
გერმანული პრესის ინფორმაციით, 23 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ზაფხულში “ჰოფენჰაიმის” დატოვებაშია დარწმუნებული.
“მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რობერტო ინგლისში წავა,”-განაცხადა ფირმინოს აგენტმა, როგერ ვიტმანმა.
გასულ სეზონში, რობერტო ფირმინომ ბუნდესლიგაში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ათი ზუსტი პასით გამოირჩა.