“ფიტნეს დარბაზში ვვარჯიშობდი” – ოგნიენ როლოვიჩი “საბურთალოს” ლიდერია

თარიღი: მარტი 19, 2019

“საბურთალოს” ახალწვეულმა ოგნიენ როლოვიჩმა ოთხ თამაშში ამდენივე გოლი გაიტანა, რაც შესანიშნავი შედეგია. მონტენეგროელმა ფორვარდმა ოთხივე ბურთი ცვლილებაზე შესულმა შეაგდო. 25 წლის თავდამსხმელმა “საბურთალოს” გვერდთან ისაუბრა.

თავდაპირველად გვითხარით, როგორ აღმოჩნდით “საბურთალოში”?
ფიტნეს დარბაზში ვვარჯიშობდი, რა დროსაც მენეჯერმა დამირეკა და საქართველოში, ჩემპიონ კლუბში თამაში შემომთავაზა. მითხრა, რომ კლუბს დიდი მიზნები და გეგმები აქვს, პროგრესირებს, ყოველწლიურად უმატებს თამაშს. მეც განვიხილე წინადადება და თბილისურ კლუბს თურქულ შეკრებაზე შევუერთდი.

– როგორ შეეწყვეთ “საბურთალოს”, ახალ გარემოს?
– კარგია, რომ კლუბს შეკრებაზე შევუერთდი, რადგან ამ ფაქტორმა გამიადვილა ადაპტაცია. ბიჭებმა მეგობრულად მიმიღეს, უცხო გარემოში თავი არ მიგრძვნია. თავიდანვე ჩანდა, რომ გუნდი მეგობრული და ერთ მუშტად შეკრული იყო.

– “საბურთალოს” შემადგენლობაში რამდენიმე მატჩი ჩაატარეთ. როგორ ფეხბურთს თამაშობენ საქართველოში?

– არა აქვს მნიშვნელობა, აუტსადერს ეთამაშები თუ მოწინავე პოზიციებზე მყოფ გუნდებს, ყველა ცდილობს ფეხბურთი ითამაშოს და ქულები აიღოს. მცველებისგან ყურადღებას ვგრძნობ, რაც ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა.
ბოლო შეხვედრა, რომელიც “ტორპედოსთან” შედგა, ტაქტიკურად ბევრად გამართულად ვითამაშეთ. ამავდროულად, ძალიან ბევრი ვირბინეთ, რამაც შედეგი მოიტანა.

– უკვე ოთხი გოლის გატანა მოასწარით, ოთხივე ცვლილებაზე. როგორ გაიხსენებთ შედეგიან დარტყმებს?
– ის, რომ ოთხი გოლი გავიტანე, გუნდელების დამსახურებაა. ისეთ პოზიციაზე ვთამაშობ, ჩემამდე ბურთი უნდა მოიტანონ, მე კი უნდა დავაბოლოვო დარტყმა. მნიშვნელობა არა აქვს ვინ გაიტანს, მთავარია წინსვლა განვაგრძოთ და მოწინავე პოზიციაზე ვიყოთ.

– “ლოკომოტივთან” გატანილი ბურთი ორიგინალურად აღნიშნეთ. ვის მიუძღვენით?
– ერთ თვეში გოგო შემეძინება, გოლი კი სწორედ მას მივუძღვენი და განსხვავებულად ავღნიშნე.
– განვლილ შეხვედრებში მატჩებს თქვენი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ამ ფაქტორმაც, ალბათ დიდი როლი ითამაშა…

– მშობლები და ოჯახის წევრები “რუსთავთან”, “ლოკომოტივთან” და ბათუმის “დინამოსთან” შეხვედრებს დაესწრნენ. რა თქმა უნდა, გვერდში დგომას ვგრძობდი. მათ ჩემი სჯერათ და ამ იმედების გამართლებას ვეცდები.

– რას გეგმავთ წლეულს “საბურთალოსთან” ერთად?
– ძალიან მინდა წლეულს ჩემპიონები გავხდეთ, ამის შესაძლებლობა და პოტენციალი კლუბს გააჩნია. ამავდროულად, მსურს ევროტურნირებზე კარგად ვითამაშოთ და რაც შეიძლება შორს წავიდეთ. რაც დრო გავა, “საბურთალო” უფრო და უფრო მოუმატებს თამაშს და ბევრად სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს.

– დედაქალაქის დათვალიერება თუ მოასწარი?

– “რუსთავთან” მატჩის შემდეგ, ერთი დღით დასვენება მქონდა და ძველ თბილისში ოჯახის წევრებთან ერთად გავისეირნე. მართალია, ამინდმა არ შეგვიწყო ხელი და არ იყო სასეირნო დღე, მაგრამ რაც ვნახე ყველაფერი ძალიან მომეწონა და კმაყოფილი დავრჩი.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ზიდანი: “ვინისიუსსა და ბენზემას შორის ყველაფერი იდეალურადაა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კარიმ ბენზემასა და ვინისიუსს შორის ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა. როგორც […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიდეო-ოპერატორს მთელი მატჩის განმავლობაში მელოტი მსაჯის თავი ბურთში ეშლებოდა (ვიდეო)

კურიოზული რამ მოხდა შოტლანდიის რანგით მეორე დივიზიონში. “ინვერნეს კალედონიან ტისლსა” და “ერ იუნაიტედს” შორის გამართულ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონა: “პუტინის მჯერა. დარწმუნებული ვარ, ვაქცინა მალე იქნება”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. Clarin-ის ჟურნალისტმა [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონა: “ბარსელონა” მესის არასწორად მოექცა”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ “ბარსელონასა” და ლიონელ მესის შორის გასულ სატრანსფერო პერიოდში შექმნილი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუ კორონავირუსისგან განიკურნა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაცის ტურინული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპეს “პსჟ”-ს დატოვება სურს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ კლუბის ხელმძღვანელობას გუნდის დატოვების სურვილის შესახებ აცნობა. ამ ინფორმაციას ესპანური [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრესპო: ‘სიგიჟეა, მაგრამ “მილანის” ფეხბურთელები ფინალის შემდეგ მირეკავდნ

ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა ერნან კრესპომ 2007 წელი გაიხსენა, როცა ათენის ფინალის შემდეგ მას “მილანის” ფეხბურთელები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საოცარი ფაქტი “არსენალი” – “დანდალკის” მატჩში

29 ოქტომბერს, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “დანდალკი” მიიღო და 3:0 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “იმედი მაქვს, ავტობუსში ყველა ისევეა გულდაწყვეტილი, როგორც მე” (ფოტო

29 ოქტომბერს, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ტოტენჰემი” სტუმრად ბელგიურ “ანტვერპენს” დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა. მატჩის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “მე ვირუსს მოვუგე, მაგრამ შენ ზლატანი არ ხარ”

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ლომბარდიის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს კორონავირუსისა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრისტიან ვიერი: “როდესაც მესი კარიერას დაასრულებს, ტელევიზორს გადავაგდებ”

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანი და ლიონელ მესი “იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ (ფოტო)

28 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “იუვენტუსი” 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომელმა ხუთმა კლუბმა გამოთქვა კვარაცხელიას დამატების სურვილი ბოლო 3 თვეში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ქართველი ფეხბურთელის კარიერის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კაცი მწვრთნელი ქალების გასახდელში უნებართვოდ შედიოდა” – ქართველი ფეხბურ

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განცხადებას აქვეყნებს და სასამართლოში ქალი ფეხბურთელების უფლებებს დაიცავს, რომლებიც სექს...
წაკითხვა