ფლიკის პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ
“პარი სენ-ჟერმენმა” ორმატჩიან დუელში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მიუნხენის “ბაიერნი”, გასვლაზე გატანილი მეტი გოლის წყალობით დაამარცხა (3:3). მატჩის შემდეგ “რეკორდმაისტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, პრესასთან ისაუბრა.
“პირველ მატჩში (2:3) ძალიან ბევრი გამოუყენებელი შანსი დაგვიგროვდა, მეტოქეს კი გოლის გატანის უფლება მივეცით. მეტს მივაღწევდით, მესამე გოლი რომ არ გაგვეშვა.
ყველამ დაინახა, თუ რამდენად საშიშია “პარი სენ-ჟერმენის” შეტევა. მეოთხედფინალიდან გავარდნის მიუხედავად, მინდა შევაქო ჩემ ფეხბურთელებს. როგორც დამარცხებული, მინდა მივულოცო მეტოქეს მომდევნო ეტაპზე გასვლა.
ჩვეულებისამებრ, ჩემი გუნდი შეტევაში ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ დღეს ამ ფაზაში საბოლოო შტრიხი დაგვაკლდა. უნდა მივიღოთ ეს მარცხი და მომავალზე ვიფიქროთ,” – აცხადებს ფლიკი.