ფლიკის პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “პარი სენ-ჟერმენთან” გამარჯვების (1:0) შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
“ეს იყო ძალიან სწრაფი მატჩი მაღალი დონის გუნდებს შორის, შანსები ორივე მხარეს ჰქონდა. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე გვყავს, რომელმაც რიგ შემთხვევებში გადაგვარჩინა.
“ბაიერნის” თამაშის სტილს დადებითად შევაფასებდი, რამდენადაც ბევრს აინტერესებდა, შევძლებდით თუ არა “პარი სენ-ჟერმენის” შემტევების შეჩერებას – ჩვენ ეს მოვახერხეთ. გუნდმა ბრწყინვალე დამოკიდებულება გამოავლინა.
როგორც იქნა, მიმდინარე სეზონში კომანი რიბერისა და რობენის ჩრდილიდან აღზევდა. კინგსლის წარმოუდგენელი ნიჭი აქვს და მან დღეს დაამტკიცა, რომ გოლების გატანა შეუძლია.
არ მითქვამს, თუ როდის უნდა დაასრულონ აღნიშვნა. როდესაც რაღაცას იგებ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს. არ ვიცი, როდის დასრულდება წვეულება,” – აცხადებს ფლიკი.