ფოლი – ბრიტანელთა რისხვა
ავსტრალია – უელსი 15:6
დიდი ჯახი შედგა თვითჰენმში. ბერნარდ ფოლი ჯერ ბრიტანელების რისხვა გამოდგა. ფოლიმ ჯერ ინგლისს გაუშრო სისხლი, ახლა კი არც უელსი დაინდო. პირველი ტაიმი ფოლისა და დიუ ბიგარის პინგპონგი იყო, რომელიც ავსტრალიელის უპირატესობით დასრულდა და ვოლაბები შევენებაზე 3–ქულიანი ჰანდიკაპით (9:3) გავიდნენ.
ფოლიმ ერთი ჯარიმა მეორე ტაიმის დასაწყისშიც შეაგდო და თავისიანების უპირატესობა გაზარდა.
მეორე ტაიმის შუაში უელსმა დიდი უპირატესობა მიიღო. გუნდი 5–მეტრიან ზონაში უტევდა და ავსტრალიელებს პლუს 2 მორაგბე ჰყავდათ გაძევებული. თუმცა, 13–კაციანმა ავსტრალიან თავისი ზონა კარგად დაიცვა. მეტიც, 14–კაციანმა სალელოვედ შეუტია და ჯარიმაც დასტყუა მსაჯს. ფოლი ისევ ზუსტი იყო… 15:6 მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე.
შემდეგ უელსს კაცი გაუგდეს და ყველაფერი ნათელი გახდა…