ფოფხაძე ანანიძის გარეშე მოთამაშე “სპარტაკთან” დამარცხდა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა დუშან უჰრინის მინსკის “დინამომ”, სადაც გიორგი ფოფხაძე ისინჯება, ამხანაგური მატჩი მოსკოვის “სპარტაკთან” გამართა. შეხვედრა რუსული კლუბის მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.
მოსკოველთა შემადგენლობაში ტრავმის გამო არ უთამაშია ჯანო ანანიძეს. რაც შეეხბება ფოფხაძეს, მის შესახებ მინსკელთა დამრიგებელს გადაწვყეტილება ჯერ არ მიუღია.
იმ შემთხვევაში, თუ ფოფხაძე ბელორუსულ კლუბში არ დარჩება, დიდი ალბათ ის კარიერას პოლონურ “იაგელონიაში” გააგრძელებს.