“ფორბსმა” მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი დაასახელა
მიუხედავად იმისა, რომ კონორ მაკგრეგორმა 2020 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა, ის ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს ყველაზე მდიდარ სპორტსმენად დაასახელა. 32 წლის ირლანდიელმა 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მაისამდე სპორტით 22 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, დარჩენილი 158 მილიონი დოლარის მოგროვება კი სპორტის მიღმა მოახერხა.
გთავაზობთ “ფორბსის” მიერ გამოქვეყნებულ ათეულს:
10. კევინ დურანტი (კალათბურთი) – $75 მილიონი
სპორტით – $31 მილიონი
სპორტის მიღმა – $44 მილიონი
9. ტომ ბრედი (ამერიკული ფეხბურთი) – $76 მილიონი
სპორტით – $45 მილიონი
სპორტის მიღმა – $31 მილიონი
8. ლიუის ჰემილტონი (ავტოსპორტი) – $82 მილიონი
სპორტით – $70 მილიონი
სპორტის მიღმა – $12 მილიონი
7. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – $90 მილიონი
სპორტის მიღმა – $90 მილიონი
6. ნეიმარი (ფეხბურთი) – $95 მილიონი
სპორტით – $76 მილიონი
სპორტის მიღმა – $19 მილიონი
5. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – $96.5 მილიონი
სპორტით – $31.5 მილიონი
სპორტის მიღმა – $65 მილიონი
4. დარკ პრესკოტი (ამერიკული ფეხბურთი) – $107.5 მილიონი
სპორტით – $97.5 მილიონი
სპორტის მიღმა – $10 მილიონი
3. კრიშტიანო რონალდუ (ფეხბურთი) – $120 მილიონი
სპორტით – $70 მილიონი
სპორტის მიღმა – $50 მილიონი
2. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – $130 მილიონი
სპორტით – $97 მილიონი
სპორტის მიღმა – $33 მილიონი
1. კონორ მაკგრეგორი (შერეული ორთაბრძოლები) – $180 მილიონი
სპორტით – $22 მილიონი
სპორტის მიღმა – $158 მილიონი