ფორლანი: „კარგი იქნებოდა, თუ „ატლეტიკო“ კავანის შეიძენდა“
„ატლეტიკოს“ ყოფილი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი მადრიდულ კლუბს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ედინსონ კავანის შეძენას ურჩევს.
„კავანის „ატლეტიკოში“ ხილვა კარგი იქნებოდა. ის ფანტასტიკური ფორვარდია, რომელსაც კარიერის განუმეორებელი პერიოდი აქვს. მისი თამაშის სტილი „ატლეტიკოს“ ძალიან უხდება, რადგან ედინსონი სწრაფია და თავისუფალი ზონები უყვარს. მანჯუკიჩამდე „ატლეტიკოს“ ასეთი ტიპის თავდამსხმელები ყოველთვის ჰყავდა. გაიხსენეთ ტორესი, აგუერო, დიეგო კოსტა და ფალკაო“, – განაცხადა ურუგვაელმა „Caneda Cope“-ს ეთერში.