ფორლანმა რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე დაასახელა
ცნობილი ურუგვაელი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი თვლის, რომ რამდენიმე წელიწადში „ბარსელონას“ შემტევი, ბრაზილიელი ნეიმარი, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე იქნება.
„ნეიმარი პლანეტის წამყვან ბობმარდირთა შორისაა, რომელიც საუკეთესო კლუბის შემადგენლობაში გამოდის. ის გოლებს იტანს, საგოლე გადაცემებს აკეთებს, მეტოქეებს ატყუებს და ბურთით წარმოუდგენლად თამაშობს.ნეიმარი ევროპულ ფეხბურთს სწრაფად შეეჩვია, რაც ყველა ბრაზილიელს ვერ გამოსდის. ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ის მსოფლიოში საუკეთესო იქნება“, – თვლის ფორლანი.