ფოსტერი: “დე ხეას რაღაც გიჟური შეგრძნება აქვს იმის, თუ სად უნდა იდგეს კონკრეტულ დროს”
“უოტფორდისა” და ინგლისის ნაკრების მეკარე, ბენ ფოსტერი “მანჩესტერ იუნაიტედის” კარის დარაჯის, დავიდ დე ხეას ბრწყინვალე თამაშს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც იცით, დე ხეამ “ტოტენჰემთან” გამართულ მატჩში 11 სეივი გააკეთა. ბევრის აზრით, ესპანელ მეკარეს გაუმართლა, რადგან ლონდონური გუნდის ფეხბურთელები იქ ურტყამდნენ, სადაც სწორედ ის იდგა.
“ვხედავ, ბევრი ადამიანი დე ხეას სეივებზე იმას ამბობს, რომ ყველა ბურთი ზუსტად იქ მიდიოდა, სადაც ის იდგა. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ამ მეკარეს რაღაც გიჟური შეგრძნება აქვს იმისა, თუ სად უნდა იყოს კონკრეტულ დროს, ამას ვერავის ასწავლი”, – წერს ფოსტერი Twitter-ში.
I see a lot of people saying all De Gea saves were straight at him, please factor in that the guy has some mad sense to know where to be at just the right time, you can’t teach that. Proper goally 👏
— Ben Foster (@BenFoster) January 13, 2019