ფოთის „კოლხეთი“ – “ტორპედოს” პირველი მეტოქე 26-ე ეროვნულ ჩემპიონატში
შაბათს, 9 აგვისტოს, ახალი ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ნიშნად სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს ქალაქებში 26-ედ აღმართავენ ეროვნულ დროშას. ეს პირველობა წინამორბედებისაგან განსხვავებული იქნება, რადგან მასში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ამრიგად, მის მიმართ ინტერესი დიდია.
პირველი წრის პირველ ტურში ქუთაისის „ტორპედო“ ერთწლიანი დაქვეითების შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ სტუმრად იასპარეზებს. ფოთში ფაზისის სტადიონზე დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეხვედრა ლანჩხუთში ევგრაფის შევარდნაძის სახელობის სტადიონზე შედგება და 17:00 საათზე აიღებს სტარტს.
ცოტა რამ დღევანდელ „კოლხეთზე“ – გასული ჩემპიონატის პირველ ლიგაში ფოთელთა წარმატებული გამოსვლის შემდეგ გუნდის ძირითადი ბირთვი უცვლელი დარჩა. ზაზა ინაშვილის სახით იგივეა მთავარი მწვრთნელიც. ზღვისპირელებმა, გარდა საქართველოში ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპისა, თურქული შეკრებაც ნაყოფიერად გაიარეს, რომლის ფარგლებში 4 ამხანაგური მატჩი გამართეს. რაც შეეხება ახალწვეულებს, მათ შორის არიან: კონსტანტინე სეფიაშვილი(მეკარე), ლუკა გუგუჩია, ნიკა სიჭინავა,ნიგერიელი ჩარლზ ნევუჩე და განელი იბრაჰიმ ადამი.
ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” (საწყის 3 ჩემპიონატში იგი “ქუთაისის” სახელით გამოდიოდა) ფოთის “კოლხეთს“ უმაღლეს ლიგაში 56-ჯერ (კიდევ ერთი მატჩი არ ჩატარდა, 1994 წლის 10 სექტემბერს ფოთში ქუთაისელთა ჩაუსვლელობის გამო), ხოლო თასის გათამაშებაში 6-ჯერაა შენახვედრი. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: “ტორპედომ” 29 მატჩი მოიგო, “კოლხეთმა” 15, ფრედ კი, 18 დამთავრდა. ბურთების შეფარდებაც ჩვენი გუნდის საგრძნობ უპირატესობაზე მეტყველებს – 97:65.
აქვე დავაკონკრეტებთ ჩემპიონატისა და თასის მონაცემებს. ჩემპიონატზე “ტორპედომ” 26 მოიგო, 16 ფრედ ითამაშა და 14 წააგო (ბურთები 88:59), ხოლო თასზე 3 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 წააგო (ბურთები 9:6).
ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით „ტორპედომ“ „კოლხეთი“ 2002 წლის 11 სექტემბერს დაამარცხა – 6:1, ხოლო ფოთელებმა კი უდიდესი სხვაობით 1993 წლის 6 დეკემბერს მოგვიგეს -7:2.
ქვემოთ გაგაცნობთ “კოლხეთთან“ შეხვედრებში იმ ფეხბურთელთა ვინაობებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს 1 და მეტი გოლი აქვთ გატანილი.
19 გოლი – ზურაბ იონანიძე,
9 გოლი – გიორგი მეგრელაძე,
5 გოლი – დავით ჯანაშია, კახა კვეტენაძე
4 გოლი – გივი დიდავა
3 გოლი – მამუკა ხუნდაძე, მიხეილ აშვეთია, რობერტ ზირაქიშვილი, რევაზ გოცირიძე, გიორგი დათუნაიშვილი, ნიკა საბანაძე 59
2 გოლი – ზაზა ვაჩიბერაძე, მერაბ მეგრელაძე, კონსტანტინე მეტრეველი, ვახტანგ ხვადაგიანი, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი ნერგაძე, სულიკო დავითაშვილი 75
1 გოლი – გრიგოლ თევზაძე, ემზარ ხურცილავა, თამაზ კიკლიაშვილი, დავით ნოზაძე, გიორგი შენგელია, გიორგი ლომიძე, ირაკლი ვაშაკიძე, გრიგოლ იმედაძე, მიხეილ ბობოხიძე, მიხეილ ქობულაძე(საკ. კარში), ზვიად ქუთათელაძე, ლევან სილაგაძე, ანდრეი პოროშინი, ალექსანდრე კოშკაძე, მიხეილ სოსელია, ხარებავა, ქიმუცაძე, ვახტანგ კვარაცხელია, გრიგოლ დოლიძე, ალექსანდრე კვახაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი.
როგორც ხედავთ, გამოკვეთილი მეგოლე ზურაბ იონანიძეა, რომელსაც ფოთელთა წინააღმდეგ ყველა შედეგიანი მატჩის ჯამში 4 დუბლი და 2 ჰეთ თრიკი აქვს შესრულებული.
FCTorpedo.GE